დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიურ გაერთიანებათა სარეკომენდაციო კომისიის სხდომა გაიმართა 28.10.2020 14:34

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი, სარეკომენდაციო კომისიის 2020 წლის მეხუთე სხდომა გაიმართა. როგორც რელიგიის სააგენტოდან „ჯორჯიან თაიმსს“ აცნობეს, სხდომას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სააგენტოს და თბილისის მერიის წარმომადგენლები.

 

„სულ კომისიამ განიხილა საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის 10 საკითხი. რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა 9 საკითხზე, არ დაკმაყოფილდა 1 საკითხი, ასევე კომისიამ განიხილა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 1 საკითხი, რომელზეც დადებითი რეკომენდაცია გასცა,“- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ