გაძლევთ პირობას, რომ ყველა მოქალაქე, ვინც ქვეყნის რეალურ წარმატებაზე ფიქრობს თუ არჩევნებზე მოვა, „ნაციონალური მოძრაობა", რომელის ისედაც დაშლის პირასაა, წკიპზე არიან და არჩევნებს ელოდებიან, საბოლოოდ დაიშლება და მართლაც ახალ და ჯანსაღ ძალებს გაეხსნებათ პოლიტიკური ასპარეზი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ „ქართულმა ოცმებამ" ამ არჩევნებზე, „დაახლოებით 60%-იანი რეიტინგი დაიჭიროს“.
„ყველა მოქალაქე, ყველა ადამიანი, ვინც განვითარებასა და ქვეყნის რეალურ წარმატებაზე ფიქრობს, ვინც მხარს ამ მიზნით „ქართულ ოცნებას" უჭერს, უნდა მივიდეს არჩევნებზე. ამ შემთხვევაში, ეს პროცენტი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და გაცილებით დაბალი იქნება მთავარი ოპოზიციური მავნებელი პარტიის საარჩევნო შედეგი. გაძლევთ პირობას, რომ ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა", რომელის ისედაც დაშლის პირასაა, წკიპზე არიან და არჩევნებს ელოდებიან, საბოლოოდ დაიშლება და მართლაც ახალ და ჯანსაღ ძალებს გაეხსნებათ პოლიტიკური ასპარეზი. შედეგად, ოპონირებაც უფრო საქმიანი იქნება და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მხარდაჭერს, მთელი შემართებით ყველანი მივიდნენ არჩევნებზე, ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ უსაფრთოხების მაქსიმალური ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი. აქ საშიშრობა ნულის ტოლია და ხმა მივცეთ წინსვლასა და წარმატებას", - განაცხადა მდინარაძემ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge