დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რომან გოცირიძე საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ქვეყნის ჩაკეტვაზე დისკუსიაში მონაწილეობის აუცილებლობას ვერ ხედავს 28.10.2020 15:47

არჩევნებისათვის  ქვეყნის ჩაკეტვა კარგი იქნება თუა არა, ამაზე  დისკუსიის გამართვა  საჭიროდ არ მიმაჩნია - ამგვარი კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა  რომან გოცირიძემ რადიოჯორჯიან თაიმსთან“ „ევროპული საქართველოსმაჟორიტარობის კანდიდატის გიგა ბოკერიას განცხადებაზე იმასთან  დაკავშირებით, რომქართული ოცნება“ 2 ნოემბრიდან გეგმავს ქვეყნის სრული ჩაკეტვის შესახებ განაცხადოს. ეს უკანასკნელი  „ქართული ოცნებისადანაციონალური მოძრაობისწარმომადგენლებს დებატებში მონაწილეობის და ამ თემაზე სერიოზული დისკუსიის გამართვისკენ მოუწოდებს.

არავის აქვს ილუზია, რომ პირველ ტურით, პროპორციული   სიებით გახდება ცნობილი მანდატების გადანაწილების საკითხი. ფაქტია, რომ  ბევრგან მეორე ტური ჩატარდება და ამ პერიოდში  „ჩაკეტვანიშნავს, რომ  ქმედება მიმართულია  მეორე ტურის საწინააღმდეგოდ,“ -  განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, გაუგებარია რა გვაქვს სადისკუსიო მაშინ, როცა  ხელისუფლება  ცდილობს  პანდემიის თავის თავზე მორგებას. „ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია  იმისათვის, რომ  თუნდაც პროპაგანდით  შებრძოლებოდა პანდემიას და ახლა ცდილობს ის სათავისოდ გამოიყენოს, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ