დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ხელისუფლებას თუ აქვს ინფორმაცია მოსალოდნელ არეულობებთან დაკავშირებით, იმოქმედოს ადეკვატურად"-ნინო ბურჯანაძე 28.10.2020 16:32

 

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებას თუ აქვს ინფორმაცია რაიმე უკანონო მოქმედებებთან ან მოსალოდნელი არეულობის პროვოცირებასთან დაკავშირებით, იმოქმედოს, როგორც უნდა იმოქმედოს დემოკრატიული და ცივილიზებული სახელმწიფოს ხელისუფლებამ.


ინფორმაცია თუ აქვთ, რომ კრიმინალური და რევოლუციური შტაბია, რომელიც აპირებს ქვეყნის არევას და დაქცევას, მე რას მიყვება ამას და თქვენ რას გიყვებათ? ხელისუფლების წარმომადგენელია და ხელისუფლებამ გააკეთოს ადეკვატური რეაგირება, რას გვაშინებენ, რომ გამოყოფენ თავს სოროებიდან, დაიძახებენ რაღაცას და მერე ისევ შეძვრებიან. იმოქმედოს ხელისუფლებამ, ისე როგორც უნდა იმოქმედოს, თუ აქვთ ინფორმაცია რამე უკანონო მოქმედებების ან უკანონო მოქმედებების მომზადების თაობაზე, იმოქმედონ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ