დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

მამუკა მდინარაძე: შეუძლიათ „ნაცკლასტერი“ ერთად დადგნენ და ერთმანეთს ედებატონ 28.10.2020 16:31

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ორშაბათს „ლოქდაუნს“, ქვეყნის კვლავ ჩაკეტვას ეხება ტყუილია. ამის შესახებ მდინარაძემ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, აღნიშნული პარტიის წარმომადგენლები ხალხის მოტყუებას ცდილობენ.

 

„მეტს რომ ვერაფერს ფიქრობ, ხალხი როგორ უნდა მოატყუო, „ევროპულ საქართველოში" დასხდნენ და თქვეს: მოდი ახლა ეს დავაბრალოთ.

 

რაც შეეხება დებატებს, კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან წარმოდგენილი იყო, რომ დებატები ჩატარდეს. ანუ, მაგალითად, მე თუ დებატებში მივიდოდი, ცხრა მეათედი „ნაციონალურ მოძრაობასა“და მის კლასტერს უნდა ელაპარაკა და მე ხელისუფლების წარმომადგენელს ერთი მეათედი უნდა მქონდა, ამ ფორმატზე არასოდეს დავთანხმდები. შეუძლებელია, რომ 9 წუთი ამ მავნებლობას უსმინო და და შემდეგ 1 წუთი პასუხი გასცე. ამიტომ მსგავს ფორმატებში მონაწილეობას ვერ მივიღებ. შეუძლიათ „ნაცკლასტერი“ ერთად დადგნენ და ერთმანეთს ედებატონ“,- აღნიშნა მდინარაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობა ორშაბათიდან, 2 ნოემბრიდან, „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ თემაზე დებატებია აუცილებელი, რის კონტექსტშიც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დისკუსიისთვის იწვევს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ