დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

კარუსელს კი არა, ვერც სკამს ვერ დაატრიალებთ, ვერც ერთ ოლქში - ზოდელავა "ოცნებას" 28.10.2020 16:55

გაერთიანებულო ოპოზიციის ფოთის ხობის და სენაკის მაჟორიტარობის  კანდიდატი, მურთაზ ზოდელავა მტკიცებულებებს ასაჯაროებს და ამბოს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ე.წ. კარუსელის მეთოდით აპირებს

 

"გამოვავლინეთ რამდენიმე ათეული  ადამიანი,  რომლებიც არიან მიწერილი სხვის საცხოვრებელ ფართზე. ოჯახებში, სადაც მათ არ იცნობენ, მათი სახელი და გვარი არ გაუგიათ და ეს ხალხი არის გამზადებული მასალა კარუსელისთვის. ყველა ეს ადამიანი, არის იდენთიფიცირებული აბსოლუტურად, მათი ფოტოები მოპოვებული გვაქვს, და ყველა მათგანს ველოდებით იმ საარჩევნო უბნებთან, სადაც ეს ადამიანები არიან მიწერილი ხელოვნურად, კარუსელის დასატრიალებლად." - ამბობს, მურთაზ ზოდელავა.

 

მან ამასთანავე, მიმართა "ქართულ ოცნებას", რომ მიუხედავად მცდელობებისა, ისინი ვერანაირ კარუსელს ვერ დაატრიალებენ - "თქვენ კარუსელს კი არა, ვერც სკამს ვერ დაატრიალებთ, ვერც ერთ საარჩევნო ოლქში".

 

შეგახსენებთ, რომ არჩევნების გაყალბების მცდელობასთან დაკავშირებით, დღეს, 28 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ფაქტები უნდა მიუტანონ - "მოგვიტანეთ, ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა, რისთვის გააკეთა და ამასთან დაკავშირებით გვექნება რეაქცია", - თქვა მან.

 

 "მთავარმა არხმა" ცოტა ხნის წინ " სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოიპოვა ძალოვანი უწყების თანამშრომლებით დაკომპლექტებული ის სია, ვინც გადამწყვეტ პოლიტიკურ არჩევნებამდე, სუს-მა საველე დავალებებზე სპეციალური მისიით მიავლინა - ნებისმიერ ფასად, ოლიგარქის პარტიისთვის, რაც შეიძლება მეტი საარჩევნო ხმა უნდა მოაბილიზონ.

 

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნების გასაყალბებლად ზუგდუდში მისამართებზე არარსებულ ამომრჩევლებს წერენ. გარდა ამისა, რეგიონებში იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა სკოლისა და ბაღების დირექტორები, სხვა უწყებებში დასაქმებული საჯარო მოხელეები "ოცნების" წევრებმა შეხვედრაზე დაიბარეს.

ავტორ(ებ)ი : ,,მთავარი არხი'

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ