დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ნანა გაგუა: 2012 წლის დღევანდელ დღეს, 28 ოქტომბერს, ციხე-ზონები დავტოვეთ! 28.10.2020 17:02

მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი, ნანა გაგუა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"მეგობრებო, ჩვენო ერთგულო ადამიანებო!!

 

დღესაც, 9 წლის შემდეგაც ორივენი კვლავ გმადლობთ!

 

იმიტომ რომ....

 

2011-ში ბაქოდან ''საკუთარი ფეხით'' ჩამოვედით და პირსისხლიანი ჯალათების რეჟიმის პირობებში მათ მიერ ადუღებულ ჯოჯოხეთში - გლდანის მერვე იზოლატორშიც ''საკუთარი ფეხით მივედით''!

 

2012 წლის დღევანდელ დღეს კი, 28 ოქტომბერს, ციხე-ზონები დავტოვეთ! მას შემდეგ 9 წელი გასულაოო....

 

და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ერთერთი კანტორა-ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ვირთაგვების ბანდამ საკმაოდ ''მოხერხებული'' და სარფიანი ხაფანგი დააგო და შესაბამისი სარგებელიც ნახა!!! შეერგოთ!

 

ჩვენ კი ახლა სინდისის და ღირსების წინაშე წელ-გამართულად დავიარებით! ერთი ეგაა, იმ ნაცარქექია ტელევიზიის ვირთხა შეფებისაგან განსხვავებით, არც ''კავკასიური'' ძირგავარდნილი ტაშტი გვაქვს და არც სახინკლე-დუქნები!

 

და დღეს, ტრადიციისამებრ, კიდევ ერთხელ ათასგზის გმადლობთ იმ 22 000-ზე მეტ ადამიანს, ნაცნობებსა და თუ უცნობებს, რომლებიც მაშინ, იმ დღეებში, ადგილობრივი ფაშისტების გარემოცვაშიც კი ღიად გვიჭერდით მხარს და ჩვენს გვერდით იყავით! არ გვტოვებდით!.... გვიყვარხართ და გვეძვირფასებით, მეგობრებო. მუდამ გვემახსოვრება თქვენი უპრეცედენტო მხარდაჭერა! ვფიცავთ!. სანამ ვარსებობ, მუდამ დავწერ ამას! სანამ ვარსებობთ, ქედს მოვიხრით თქვენს წინაშე, დიდო და უშიშარო ადამიანებო - ადამიანებო, რომლებიც იმ დღეებში მარტოს არ გვტოვებდით და გვამხნევებდით!... ყველაფერი გუშინდელი დღესავით გვახსოვს.... 9 წელი კი ისე გავიდა, როგოც 9 წუთი!...

 

და ბოლოს: ''საკუთარ თავთან იყავი მკაცრი.

 

სხვებს ღმერთი ხედავს.."

 

სვიმონ ათონელი," - წერს ნანა გაგუა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ