დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ილჰამ ალიევი: გათავისუფლებულია 4 რაიონის მთელი რიგი სოფლები 28.10.2020 17:42

გათავისუფლებულია 4 რაიონის მთელი რიგი სოფლები, - ამის შესახებ "ტვიტერში" აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი წერს.

 

"აზერბაიჯანის გამარჯვებულმა არმიამ გაათავისუფლა სოფლები: ზანგილანის რაიონის სოფლები ბირინჯი აღალი, იკინჯი აღალი, უჩუნჯუ აღალი, ზარნალი; ფიზულის რაიონის სოფელი მანდილი, ჯებრაილის რაიონის სოფლები ღაზანზამი, ხანაღაბულაგი, ჩიულუ, გუშჩულარ და ღარაღაჩი და გუბადლის რაიონის სოფელი ღილიჯანი. გაუმარჯოს აზერბაიჯანის არმიას! ყარაბაღი აზერბაიჯანია!", - წერს ალიევი.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე ბარდის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა, დაჭრილებს კი გამოჯანმრთელება უსურვა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ