დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

“ოქსფორდის” ვაქცინამ ხანდაზმულებსა და ახალგაზრდებში ანტისხეულების გამომუშავება შეძლო 28.10.2020 17:52

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინა იმუნური სისტემის სტიმულირებას ახდენს როგორც მოხუცებში, ასევე, ახალგაზრდებში. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian  ავრცელებს.

 

როგორც გამოცემა წერს, არც ოქსფორდის უნვიერსიტეტი და არც მისი კომერციული პარტნიორი AstraZeneca ვაქცინის ადრეული ტესტირების შედეგების გასაჯაროებას არ აპირებენ, თუმცა AstraZeneca-მ სამეცნიერო ჯგუფთან შეხვედრისას ძირითადი მიგნებების შესახებ ისაუბრა.

 

“გარდიანი” წერს, რომ ვაქცინის ტესტირების მეორე ეტაპზე გამოჩნდა, რომ ადამიანებში 56 წელს ზემოთ, ზოგ შემთხვევაში კი 70 წელს ზემოთაც, ვაქცინამ იმ რაოდენობის ანტისხეულების გამომუშავება შეძლო, როგორც ახალგაზრდა მოხალისეებში. “გარდიანი” აღნიშნავს, რომ ვაქცინის შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მის ეფექტურობას უფროსი ასაკის ადამიანებში, ვინაიდან, გამოცემის თქმით, ასაკის მატებასთან ერთად სუსტდება ორგანიზმის იმუნური სისტემა და შესაძლებლობა, ებრძოლოს ვირუსებს.

 

AstraZeneca-ს აზრით, რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინა  ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის დასრულებამდე, თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყებებში. “გარდიანი” წერს, რომ ექსპერტების და ქვეყნის ჯანდაცვის უწყების აზრით, ვაქცინა 2021 წლამდე, სავარაუდოდ, არ იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა არ გამოირცხავენ, რომ მანამდე მცირე მიზნობრივი ჯგუფები აიცრან.

 

ახლა ვაქცინამ მესამე, ფინალური შემოწმება უნდა დაასრულოს, რომელიც მიმდინარეობს ექვს სხვადასხვა ქვეყანაში: აშშ-ში, სამხრეთ აფრიკაში, ბრაზილიაში, იაპონიაში, ინდოეთში და დიდ ბრიტანეთში.

ავტორ(ებ)ი : The Guardian

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ