დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

დავით ხვიბლიანი საჩივრის შეტანას არ გეგმავს 28.10.2020 18:05

დავით ხვიბლიანი, რომელიც ზუგდიდში "საქართველოს ბანზე" თავდასხმისას ერთ-ერთი მძევალი იყო, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ არავის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას არ აპირებს. 

 

ხვიბლიანის თქმით, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

 

"ყველაფერი ტყუილია, არანაირი საჩივრის შეტანას არ ვაპირებ," - აცხადებს  დავით ხვიბლიანმა.

 

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისრომ 25 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ  დავით ხვიბლიანი, მის მიმართ განხორციელებული "ცილისმწამებლური კამპანიის" გამო, სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ