"ქართულ ოცნებას“ ვითარება პოლიტიკურ კრიზისში შეყავს,“ - ამის შესახებ წინასაარჩევნო პროცესების შეფასებისას რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში, პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა საბურთალოს რაიონში ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
„ხელისუფლება და ნაციონალური მოძრაობა ორივე წინასაარჩევნოდ ნეგატიურ ფონს ქმნის. ნაციონალებისგან კარგს არავინ ელოდება, მაგრამ მათი განცხადებები რევანშის თაობაზე მიანიშნებს ოცნების სისუსტეზე. როცა „ქართულმა ოცნებამ შეიფარა და ზონდერები პროკურატურაში და სასამართლოში, ბუნებრივია, რომ პროცესები ამგვარად განვითარდა,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მან ასევე სინანულით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ უსუსურობაზე მიანიშნებს ის, რომ 8 წლის თავზე უშიშროებაში ნაციონალურ მოძრაობას თავისი აგენტები ყავს. „ყველაზე ცუდია, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება გაშუქდეს ერთ-ერთი ტელევიზიით და ის, რომ ოცნებამ დაამეგობრა უშიშროება საარჩევნო შტაბებთან,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge