დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გრიგოლ ვაშაძე - გაერთიანებული ოპოზიცია არეულობისთვის არ ემზადება 28.10.2020 19:14

სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ რაზე შეიტანა განცხადება და ვინ რაზე მოითხოვა ნებართვა, მაგრამ როგორც თქვენი ტელევიზიები არ ემზადებიან არეულობისთვის, ისე „გაერთიანებული იპოზიცია“ არ ემზადება არეულობისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

 

ამასთან, ვაშაძემ მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რათა არჩევნები ნორმალურ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.

 

„ქუთაისიდან ახლა ჩამოვედი და სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს და პატიოსან სიტყვას გაძლევთ არ ვიცი, ვინ რაზე შეიტანა განცხადება და მოითხოვა ნებართვა, მაგრამ როგორც თქვენი ტელევიზიები არ ემზადებიან არეულობისთვის ისე „გაერთიანებული იპოზიცია“ არ ემზადება არეულობისთვის. თუ რაღაც დრო არის მითითებული, ეს იმისთვის, რომ ეკრანი დაიდგას სცენაზე და იდგეს იქ.

 

ყველა ჩვენი პარტიის წევრსა და მხარდამჭერს მოვუწოდებ, ძვირფასო მეგობრებო, არავითარ შემთხვევაში არავითარი ძალადობა, ჩავატაროთ ნორმალური, დემოკრატიული არჩევნები, არ მივცეთ ხელოსუფლებას საშუალება, რამე დაგვაბრალოს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ