დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ბადრი ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" აზროვნებს და მოქმედებს ანტისახელმწიფოებრივად 28.10.2020 19:55

"ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება კობახიძის მხრიდან"- ასე შეაფასა "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება. 

 

ჯაფარიძის თქმით, მმართველი გუნდის აღმასრულებელი მდივნის გამოსვლა წინასაარჩევნო გარემოში დაძაბულობის შეტანას ემსახურება. 

 

"კობახიძის განცხადება ემსახურება ამომრჩევლის დაშინებას და წინასაარჩევნო გარემოს დაძაბვას, რაც ყოვლად მიუღებელი და დასაგმობია, რასაც ბოლო დღეები ახორციელებს „ქართული ოცნება" და მისი ლიდერები. ვგულისხმობ მათ განცხადებებს - ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების დადანაშაულება, თითქოს ისინი არიან აფილირებული ოპოზიციასთან, ისინი გააყალბებენ არჩევნების დღეს არარსებულ ფაქტებს და წარმოაჩენენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორც დაინტერესებულს დესტაბილიზაციაში. ეს არის სრული აბსურდი, დღეს კიდევ მორიგი ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება მოვისმინეთ," - განაცხადა ჯაფარიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ