დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ ჩაერთონ მოლაპარაკებებში 29.10.2020 09:56

 

ევროკავშირი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას მიუღებლად მიიჩნევს, რომლის სამიზნეც მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურის განცხადებაში. ევროკავშირი მხარეებს მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისა და მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებს.

 

მიუღებელია, რომ რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის სამი შეთანხმების მიუხედავად მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და მათი სამიზნე სულ უფრო და უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ხდება. ევროკავშირი კონფლიქტის მხარეებს ახსენებს მათ ვალდებულებებს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვის შესახებ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს, დაუყოვნებლივ ჩაერთონ არსებით მოლაპარაკებებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ