დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ალიევის განცხადებით, ბაქო არ დაუშვებს სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 29.10.2020 10:35

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაქო არ დაუშვებ სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მისი თქმით, თვითგამორკვევა, საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი პრინციპია, თუმცა ის არ უნდა არღვევდეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.


თუ ვინმეს სომხებისთვის მეორე სახელმწიფოს შექმნა სურს, თავისი ტერიტორია მისცენ და იქ შექმნან. თვითგამორკვევა, საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი პრინციპია, თუმცა ის არ უნდა არღვევდეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, რომლის შეცვლაც ამ ქვეყნის ნებართვის გარეშე დაუშვებელია,“- განაცხადა ილჰამ ალიევმა.


აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარებისთვის, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კალბაჯარისა და ლაჩინის რაიონები, ასევე აღდგამის რაიონის ნაწილი უნდა დატოვონ.

 

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ