დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის ნოსტალგიის შემდეგ ასე თუ დამძიმდებოდნენ და საბჭოთა ნოსტალგია შეიპყრობდათ, ნამდვილად არ მეგონა“ 29.10.2020 21:53

არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“, ჩვენ ამას არ დავუშვებთ ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპონენტებმა არჩევნების წინ საბოლოო ლუსტრაცია მოახდინეს.

 

"დღეს ჩვენმა ოპონენტებმა გამართეს აქცია. ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის ნოსტალგიის შემდეგ ასე თუ დამძიმდებოდნენ და საბჭოთა ნოსტალგია შეიპყრობდათ, ნამდვილად არ მეგონა. თუმცა, არჩევნების წინ საბოლოო ლუსტრაცია მოახდინეს. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდება მოძალადე ხელისუფლება. ისე როგორც არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ,"- განაცხადა კახა კალაძემ.

 

ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციამ" შემაჯამებელი აქცია გამართა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ბუბა კიკაბიძემ სიმღერა "თბილისო" შეასრულა, ნაწილობრივ რუსულ ენაზე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ