დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„შეიძლება ჩატარდეს ისეთი ღიმილისმომგვრელი ღონისძიებები, როგორიც დღეს თბილისში გაიმართა, მაგრამ ჩვენ ამაზე არც უნდა ავღელდეთ“ 29.10.2020 22:10

შეიძლება ჩატარდეს ისეთი რაღაც ღონისძიებები, ღიმილისმომგვრელი, რომელიც დღეს თბილისში ჩატარდა, მაგრამ ჩვენ ამაზე არც უნდა ავღელდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნოდარ ტურძელაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი მიზანი და ქვეყნის აღმშენებლობის ოთხწლიანი გეგმა.

 

„ჩვენ გვჩვევია ასე, დიდ ბრძოლებში და დიდი გამოწვევების დროს ვერთიანდებით და ახლა ასეთი გაერთიანების დროა. რა თქმა უნდა, შეიძლება ჩატარდეს ისეთი რაღაც ღონისძიებები, ღიმილისმომგვრელი, რომელიც დღეს თბილისში ჩატარდა, მაგრამ ჩვენ ამაზე არც უნდა ავღელდეთ. ჩვენ გვაქვს დიდი მისია, დიდი მიზანი და ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მკაფიო გეგმა – შემდეგი 4 წლის განმავლობაში გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა და არც ერთ შემთხვევაში არ დავბრუნდეთ წარსულში. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს, ჩვენ, ყველანი ერთად, სამართლიან ბრძოლაში ღირსეულად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ