დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ახლა აღარ იყო რუსეთი ოკუპანტი, თქვე ფარჩაკებო? საღამოს თავისუფლების მოედნიდან სწორედ ГРУ-ს მისცეს სიგნალი - იმასაც ჩაგაბარებთ, რაც ჩასაბარებელი დაგვრჩაო“ 30.10.2020 02:20

 საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურბა ნციონალური მოძრაობის დღევანდელ აქციას და წერს:

 


„მოკლედ, რა ჟანრია, თავად განსაზღვრეთ: კომედიაა, ტრაგედიაა, ტრაგი-კომედიაა და თუ კიდევ სხვა რამ: მთელ ქვეყანას რუსეთის აგენტებად აცხადებენ, რა ცხრილი და სქემა არ დახაზეს, რა მილიონებზე არ ილაპარაკეს და ბოლოს, მაინც და მაინც თავისუფლების მოედნიდან… დააკვირდით, თავისუფლების მოედნიდან რუსულად იმღერეს. ახლა აღარ იყო რუსეთი ოკუპანტი, თქვე ფარჩაკებო? იმედია, ხვდებით, როგორ იშიფრება ეს ყველაფერი: დილიდან ГРУ-თი დაიწყეს და საღამოს თავისუფლების მოედნიდან სწორედ ГРУ-ს მისცეს სიგნალი: თქვენი ვიყავით და თქვენი ვართ, იმასაც ჩაგაბარებთ, რაც ჩასაბარებელი დაგვრჩა ანუ ჩასაბარებელი კიდევ ბევრიაო. აი, ეს იაფფასიანი… მართლა აგენტები ვინმეს რომ ГРУ-ს აგენტობას დააბრალებენ, ამაზე, მგონი, ყველაზე მეტად თვითონ ГРУ-ს ეცინება. ფონოგრამა შეეშალათ, თურმე“, – წერს ირმა ინაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ