დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გორთან, ავტობანზე მომხდარი ავარიის შედეგად, კიდევ ერთი, მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა 30.10.2020 10:07

 

ღამით, გორთან, ავტობანზე მომხდარი ავარიის შედეგად მეექვსე  ადამიანი გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკა ,,გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმესი დაზიანებებით იყო მოთავსებული.

 

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად წუხელ საავადმყოფოში 11 პირი შეიყვანეს.

 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77- კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანადაფისამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276- მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ