დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ მმართველ პარტიასთან კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან 30.10.2020 13:20

 

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ისინი  პარტია „ქართული ოცნება" დემოკრატიულ-საქართველოსთან" კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან. ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას  „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მოაწერეს ხელი.

 

ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, ეს არის უპრეცედენტო შეთანხმება, რომლითაც ოპოზიცია თანხმდება, რომ ერთად უნდა იყოს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ.

 

მწამს, რომ აღმშენებლობის საწყისი ერთიანობა და ერთად დგომაა. ვფიქრობ, ყველას ამოგვივიდა ყელში დაპირისპირების ფონი. გვინდა, რომ საქმის კეთება დავიწყოთ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ვაწერ ამ დოკუმენტს ხელს. თანამშრომლობა დღეს ოპოზიციურ, ხვალ კი, კოალიციურ პარტნიორებს შორის იქნება ის გასაღები, რომლითაც სიკეთეს მოვიტანთ ქვეყანაში",-განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმაგიორგი ვაშაძემ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ