დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

პრეზიდენტი გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს უსამძიმრებს 30.10.2020 13:31

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს უსამძიმრებს.

 

ამის შესახებ მან საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა.

 

„მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს კი, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 11-მა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ