დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე 400 კომპანია დარეგისტრირდა 30.10.2020 13:49

ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე 400 ქართული ბიზნესი დარეგისტრირდა. ისინი 5 ნომინაციაში შემდეგნაირად გადანაწილდნენ: • 45% - საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის • 13% - გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის • 11% - საუკეთესო ინოვაციებისთვის • 16% - საუკეთესო სტარტაპისთვის • 15% - ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის.

როგორც „ჯორჯიან თაიმსს“ „თიბისი“-დან  აცნობეს,  უკვე მეხუთე წელია, თიბისიქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნესის ხელშეწყობა და მხარდაჭერაა. წელს ბიზნესდაჯილდოება განახლებული ნომინაციებითა და შეცვლილი ფორმატით ჩატარდება.

2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის გამოწვევებთან ადაპტაციის თვალსაზრისით. გლობალურმა პანდემიამ ბევრი კომპანია დახურვის საფრთხის წინაშე დააყენა, მაგრამ ბევრმა მოძებნა ახალი გზები საქმიანობის კვლავ გასაგრძელებლად. ამიტომაც ბიზნესდაჯილდოებაში გაჩნდა ნომინაცია იმ ბიზნესის გამოსავლენად, რომელმაც ადაპტაციის საუკეთესო მაგალითი აჩვენა მომხმარებელს. სიახლეა ნომინაციაშისაუკეთესო სტარტაპისთვისდარეგისტრირებული კომპანიებისთვის.

ნომინაციის მხარდამჭერი წელს ჟურნალი Forbes-ია, რომელიც გამარჯვებულს სრულ მედია მხარდაჭერას გაუწევს. ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაცია ერთ თვეს გრძელდებოდა, ნოემბერში ჟიური თითოეულ ნომინაციაში რამდენიმე ფინალისტს გამოავლენს, ხოლო დეკემბერში, გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი.

პრიზები წელსაც უცვლელია. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას სამი მიმართულებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და პროგრამული უზრუნველყოფა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ