დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სია დაამტკიცა 30.10.2020 13:58

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სია დაამტკიცა. ამის შესახებ ცესკო ინფორმაციას სოციალურ ქსელ Facebook-ზე ავრცელებს.

 

განცხადებაში წერია, რომ გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის არჩევნებში სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. აქედან თვითიზოლაციაში იმყოფება 3 695 პირი, ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებიდან და საკარანტინო სივრცეებიდან არჩევნებში მონაწილებას 7 150 ადამიანი მიიღებს. 

 

იზოლაციაში მყოფი პირებისთვის სპეციალურად შეიქმნა 127 საარჩევნო უბანი, რომლებიც ამომრჩევლებს 311 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება.

 

ინფორმაციას არჩევნებში გადასატანი ყუთით მონაწილეობის შესახებ იზოლაციაში მყოფი პირები 30 ოქტომბერს, ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებენ. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ