დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ბიზნესდაჯილდოება 2020"-ზე 400 კომპანია დარეგისტრირდა 30.10.2020 14:11

 "ბიზნესდაჯილდოება 2020"-ზე 400 ქართული ბიზნესი დარეგისტრირდა. კონკურის მონაწილენი 5 ნომინაციაში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

 

 45% - საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

 13% - გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

 11% - საუკეთესო ინოვაციებისთვის

 16% - საუკეთესო სტარტაპისთვის

 15% - ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის

 

წელს ბიზნესდაჯილდოება განახლებული ნომინაციებით და შეცვლილი ფორმატით ჩატარდება.

 

სიახლეა ნომინაციაში „საუკეთესო სტარტაპისთვის“ დარეგისტრირებული კომპანიებისთვის. ნომინაციის მხარდამჭერი წელს ჟურნალი Forbes-ია, რომელიც გამარჯვებულს სრულ მედია მხარდაჭერას გაუწევს.

 

ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაცია ერთ თვეს გრძელდებოდა, ნოემბერში ჟიური თითოეულ ნომინაციაში რამდენიმე ფინალისტს გამოავლენს, ხოლო დეკემბერში, გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი.

 

პრიზები წელსაც უცვლელია. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას სამი მიმართულებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და პროგრამული უზრუნველყოფა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ