დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

31 ოქტომბრის არჩევნებში რეგისტრირებულ მამაკაც კანდიდატებს, ქალები, დიდი სხვაობით არ ჩამორჩებიან 30.10.2020 14:21

 

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, რეგისტრირებულ იქნა პარტიული სიით წარდგენილი 6 882 კანდიდატი, მათ შორის 3 049 (44.30%) არის ქალი და 3 833 (55.70%) ‒ კაცი. ამის შესახებ "ჯორჯიან თაიმსს" ცესკოდან აცნობეს. 

 

ასევე, სულ დარეგისტრირდა 492 მაჟორიტარი კანდიდატი, მათ შორის 107 (21.75%) არის ქალი და 385 (78.25%) კაცი. აქედან, პარტიების/ბლოკების მიერ წარდგენილი 481 მაჟორიტარი კანდიდატი, მათ შორის 105 (21.83%) არის ქალი და 376 (78.17%) ‒ კაცი და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი იყო 11 კანდიდატი, მათ შორის 2 (18.18%) არის ქალი და 9 (81.82%) ‒ კაცი.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ