დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

პრემიერ-მინისტრი: აზერბაიჯანსა და საბერძნეთში არჩევნები ვერ ჩატარდება 30.10.2020 14:38

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შეფასებით, უაღრესად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ „ლოქდაუნის“ გამო, ზოგიერთ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩვენო უბნები არ გაიხსნება. როგორც გახარიამ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ, თუმცა „სხვა სახელმწიფოების სუვერენულ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან სურვილი, არ მოქმედებს“.

 

„მოგეხსენებათ, ეს ეპიდემია არის გლობალური, ჩვენ არ შეგვიძლია თუნდაც, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მათი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დავუყენოთ. როგორც ვიცი, აზერბაიჯანში და საბერძნეთში გადაწყვეტილება მიღებულია და იქ უბრალოდ ვერ ტარდება არჩევნები. ეს არის ჩვენთვის უაღრესად სამწუხარო ფაქტი, რამეთუ დარწმუნებულები ვართ, როგორც აზერბაიჯანში, ასევე საბერძნეთში, „ქართული ოცნება“ მიაღწევს დამაჯერებელ გამარჯვებას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება აღსრულებულიყო, მაგრამ ეს არის სუვერენული სახელმწიფოები, რომელთა სუვერენულ ტერიტრორიზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან სურვილი, სამწუხაროდ, არ მოქმედებს“, - განაცხადა გახარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ