დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ამირან გამყრელიძე ,,გრიპისა და კორონავირუსის ზედდება ნოემბერ-დეკემბერშია მოსალოდნელი'' 30.10.2020 15:27

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რისკჯგუფებში შემავალ ადამიანებს მოუწოდებს, მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ.

 

მისივე თქმით, აცრა არის გარკვეული პრევენციული ღონისძიება, რადგან განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, გრიპისა და კორონავირუსის ზედდება იქნება.

 

„ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, ის დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებიდან, ნოემბრის ბოლოსკენ გამოჩნდება ცირკულაციაში, ამიტომ მივმართავ რისკჯგუფებს,  დროულად მივიდნენ პოლიკლინიკებში და აიცრან. გრიპის საწინააღმდეგო აცრა სწორედ გარკვეული პრევენციული ღონისძიებაა, როცა ზედდება იქნება გრიპისა და კოვიდინფექციის. ზედდება მოსალოდნელია ნოემბერ-დეკემბერში და ზამთრის სეზონზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ