დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდეა 30.10.2020 15:38

 

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდეა.

 

პროგრამის ბიუჯეტის სავარაუდო მოცულობა ალბათ, 250-300 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგალითად, თუ თბილი ამინდები გაგრძელდა, შესაძლოა ნაკლები თანხა დაგვჭირდეს. თანხის ნაწილი მიმდინარე წელს იქნება ათვისებული, ხოლო დანარჩენი ნაწილი მომდევნო წლის ბიუჯეტში აისახება“,- განაცხადა მინისტრმა.


მაჭავარიანმა ინფლაციის მაჩვენებელთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ინფლაცია ქვემოთ მოდის, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა და ამ მხრივ საფრთხე არ გვემუქრება.


შეგახსენებთ, რომ პირველი ნოემბრიდან  ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები ანაზღაურდება. ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელიც 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრამდე გაზს მოიხმარს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ