დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

საფრანგეთიდან ჩამოსული ,,შემსწავლელი'' მისია სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას ხვდება 30.10.2020 15:39

საფრანგეთიდან ჩამოსული შემსწავლელი მისია თბილისში შეხვედრებს აგრძელებს. უცხოელმა სპეციალისტებმა უკვე გამართეს შეხვედრა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან.

მათ მოისმინეს ინფორმაცია სავარაუდო დარღვევების შესახებ.

 

ფრანგი სენატორი ჟან მარი როკელი აცხადებს, რომ ის საქართველოში მაშინაც აკვირდებოდა არჩევნებს, როდესაც 2012 წელს ხელისუფლების გადაბარება მოხდა, შესაბამისად, მისთვის უცხო არ არის საქართველოში არსებული საარჩევნო გარემო და როგორც თავად სენატორი აცხადებს, მას კარგად შეუძლია გამიჯნოს ერთმანეთისაგან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მოსაზრებები.

 

"ჩვენ მოვუსმინეთ ოპოზიციურ პარტიებს და იმას, თუ რა არის მათი შეშფოთების საგანი. ჩვენი როლი არ არის პოზიცია გამოვთქვათ, ჩვენი როლია მოვისმინოთ ყველაფერი, რომ დაკვირვების პროცესში ინფორმირებულები ვიყოთ. მე აქ უკვე მეოთხედ ვარ. ქართულ არჩევნებს მონიტორინგს ვუწევდი 2012 წელსაც, როდესაც ხელისუფლების გადაბარება მოხდა. ამიტომ, სიტუაციას ძალიან კარგად ვიცნობ და კარგად შემიძლია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მოსაზრებები ერთმანეთისგან გავმიჯნო და პროცესზე მიუკერძოებელი პოზიცია გამოვთქვა, უკვე არჩევნების შემდეგ," - აცხადებს ფრანგი სენატორი ჟან მარი როკელი.

 

საერთაშორისო შემფასებელთა ჯგუფის წევრმა კი ყურადღება საქართველოში არსებულ დემოკრატიაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს უკვე ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას. 

 

"ვერავინ გაკვეთილს ვერ გასწავლით, საქართველოში ყოფნის პერიოდში ვისწავლე, რომ ერთმანეთს გამარჯობით ესალმებით, რაც გამარჯვებას ნიშნავს, ამ მხრივ, თქვენ უკვე გაიმარჯვეთ, რადგან გაქვთ დემოკრატია. ეს პირველი ნაბიჯი იყო, ახლა კი უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგახართ, რაც ყოველდღიურად დემოკრატიის შენებას გულისხმობს. ჩვენ ერთი საუკუნე დაგვჭირდა ამისთვის, მაგრამ სრულყოფილებას დღემდე ვერ მივაღწიეთ. დემოკრატიისთვის მთავარი მართლმსაჯულებაა, ამიტომ, საარჩევნო დავების გადაწყვეტა მაღალი სტანდარტით უნდა მოხდეს. ქართველ ხალს კი მინდა ვუთხრა, რომ დემოკრატია თქვენ გეკუთვნით, წადით არჩევნებზე და მიეცით ხმა იმას, ვისაც თქვენ თავად ისურვებთ," - აღნიშნავს საერთაშორისო შემფასებელთა ჯგუფის წევრი, პროფესორი მიშელ გიომ ჰოფნუნგი.

ოპოზიციის გარდა, დაგეგმილია შეხვედრა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთანაც.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ