დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

პაატა იმნაძე: ნოემბერში შემთხვევების საგრძნობ მატებას ველოდებით 30.10.2020 15:42

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, გაციებით მიმდინარე დაავადებების ავადობა, დაახლოებით ისეთივეა, როგორც შარშან, ოღონდ ყველა სხვა ვირუსი ჩაანაცვლა კოვიდმა. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

"დღეს გაციებით მიმდინარე დაავადებების ავადობა, რასაც ჩვენ სულ აღვრიცხავთ ხოლმე, დაახლოებით ისეთივეა, როგორც შარშან და შარშანწინ, ოღონდ ყველა სხვა ვირუსი ჩაანაცვლა კოვიდმა, გარდა რინო ვირუსებისა. ფაქტობრივად, ზუსტად ისეთივეა ავადობა, როგორიც იყო შარშან, შარშანწინ, ოღონდ ყველა გაციების მაგივრად კოვიდია. ყველა მონაცემის მიხედვით, რაც არამხოლოდ ჩვენთან არის, არამედ არის მსოფლიოში, ნოემბერი იქნება ის თვე, როცა ჩვენ ვერ ავცდებით შემთხვევების საგრძნობ მატებას. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ადამიანების, ჩვენ მიერ პირბადის მაქსიმალურ მოხმარებას ყველგან დახურულ სივრცეში და ასევე უმრვლესობა ღია სივრცეში, სადაც დისტანციას ვერ ვიცავთ. ეს იქნება წინაპირობა რომ მატება გვექნება, მაგრამ ეს მატება არ იქნება მნიშვნელოვანი, რამაც შეიძლება ზედმეტი გადატვირთვა გამოიწვიოს სამედიცინო სისტემის", - განაცხადა იმნაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ