დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გურჯაანში, სოფელ ვაზისუბანში მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა 30.10.2020 16:22

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრა.

 

51 წლის კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა საკუთარ მეუღლესა და მათთან ხმაურზე შესულ მეზობელს.

 

გარდა ამისა, მან სახის არეში ჭრილობები მიაყენა კიდევ ერთ მეზობელს, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანა. მას ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

 

„ჯეო ჰოსპიტალის“ მენეჯერის, გელა ორველაშვილის განცხადებით,  დაჭრილია 49 წლის მამაკაცი. მისივე თქმით, პაციენტს ყბა -სახის მძიმე დაზიანების გამო, სავარაუდოდ თბილისის პროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, კახეთის პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო და დამნაშავის დასაკავებლად აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ