დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლებას არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ ღირსეულად გამარჯვება სჭირდება 30.10.2020 16:52

ქართული  სინამდვილისათვის ნაკლები  დაძაბულობით გამორჩეული იწოდა  პოლიტოლოგმა  პაატა ზაქარეიშვილმა წინასაარჩევნო ვითარებას. როგორც მან რადიო „ჯორჯიან თაიმსთან“  საუბრისას განაცხადა, „ქართულ სინამდვილეში უარესი არჩევნებიც  გვინახავს, მაგრამ დემოკრატიული საზოგადოებისათვის ეს არჩევნები უდაოდ გამოირჩევა  დაძაბულობით -  სიძულვილის ენით საუბარი არ შეეფერება  დემოკრატიულ საზოგადოებას“.

 

საარჩევნო გარემო იძაბება მაშინ, როცა  ოპოზიცია აცხადებს,  რომ იმარჯვებს. ამ დროს ხელისუფლება დამარცხების შიშით აგრესიული ხდება და  დაძაბულობაც მატულობს“ -  განაცხადა  ზაქარეიშვილმა. ასეთ დროს კი, აუცილებელია საზოგადოების აქტიურობა იმისათვისრომ   არჩევნების შედეგებს  ლეგიტიმურობა ჰქონდეს. „თუ ამომრჩეველი არ მივა არჩევნებზე, მაშინ, დაბალი აქტივობის  ფონზე  გაიმარჯვებს მმართველი  ძალა“ -  განაცხადა   პოლიტოლოგმა და დასძინა, რომთუ საზოგადოებაში არ იქნება  ლეგიტიმურობისა და  სანდოობის განცდა, მაშინ  1-2 წელიწადში ადვილი იქნება  ოპოზიციის მხრიდან განაწყენებული ადამიანების მობილიზება და მათი ქუჩაში გამოყვანა.


მთავარია,  ადამიანს  არ დარჩეს განცდა, რომ  ეს მისი ხელისუფლება არ არისამიტომ, ხელისუფლებას არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ ღირსეულად გამარჯვება სჭირდება. 2008 წელსაც ასე იყო - სააკაშვილმა კი გაიმარჯვა, მაგრამ ნდობა მას უკვე აღარ ჰქონდა,“ -  განაცხადა  ზაქარეიშვილმა.


მან ხაზი გაუსვა კიდევ ერთ გარემოებას, კერძოდ იმას, რომ  პარლამენტში მოხვედრის  შანსი აქვს  დაბალი პროცენტების მქონე პარტიებსაც. „რაც მეტიგაკრეფილი“  ძალა შევა პარლამენტში, მით უკეთეს და საინტერესო პარლამენტს  მივიღებთ“ - დასძინა  პაატა ზაქარეიშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ