დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

საბერძნეთში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა 30.10.2020 16:57

ათენის უნივერსიტეტის სეისმური ლაბორატორიის ინფორმაციით, საბერძნეთში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი სამორიდან ჩრდილო-დასავლეთით, 24 კილომეტრში დაფიქსირდა.

 

მიწისძვრის გამო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ტელემიმართვა გადაიდო.

 

ბიძგები ათენშიც იგრძნობოდა. კარლოვასში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნაწილი ჩამოინგრა.

 

ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

 

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქეთში, იზმირის სანაპიროსთან 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მას ნგრევა მოჰყვა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ