დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

შვეიცარიამ ე.წ. „წითელი ზონის“ ჩამონათვალიდან საქართველო ამოიღო 30.10.2020 17:39

შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფედერალური ოფისის ინფორმაციით, შვეიცარიამ ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის საქართველო, ე.წ. „წითელი ზონის“ ჩამონათვალიდან ამოიღო.

 

 „წითელ ზონაში“ ის ქვეყნები და რეგიონები რჩებიან, სადაც 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების ის რაოდენობა მოდის, რაც შვეიცარიის მაჩვენებელს აღემატება.

 

ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, „წითელ სიაში“ შედიან ანდორა, ბელგია, ჩეხეთი და სომხეთი. გარდა ამისა, „წითელ ზონადაა“ გამოცხადებული საფრანგეთის ზოგიერთი რეგიონი. ამ ქვეყნებისა მოქალაქეებს, შვეიცარიის საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში, კარანტინის გავლა მოუწევთ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ