დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს 30.10.2020 18:44

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ დრომდე ვერ მოისმინა განმარტება, თუ რატომ სწავლობენ სტუდენტები დისტანციურად, მაშინ, როცა საზოგადოების ყველა დანარჩენი ჯგუფი გარეთაა. 

 

მისი თქმით, საქართველოში სამედიცინო განათლება არც აქამდე იყო მაღალ დონეზე, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, ქვეყანა ონლაინგანათლებამიღებული ექიმების იმედად დარჩება.

 

"ისე ხომ ბრწყინავდა ჩვენი სამედიცინო განათლება და ასე თუ გაგრძელდა, შემდეგი პანდემიის პირისპირ, მეტწილად, ონლაინ განათლებამიღებული ექიმების იმედად ვრჩებით. 

 

ბევრი მოსაზრება გაჟღერდა, თუმცა მყარი არგუმენტები, თუ რატომ არ შეიძლება სტუდენტების, ანუ ზრდასრული ადამიანების, პირბადეებით აუდიტორიებში ჯდომა, როცა საზოგადოების ყველა დანარჩენი ჯგუფები გარეთ არიან, მაინც ვერ მოვისმინე" - წერს ბუწაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ