დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის განცხადების საფუძველზე ფაქტების შესწავლა დაიწყო 30.10.2020 22:44

 შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციას და აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტების შესწავლა დაიწყო:

 

 

„30 ოქტომბერს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც ეხება არჩევნების პერიოდში გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას, ასევე, საჯაროდ დასახელებულ კონკრეტულ პირებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტების შესწავლა დაიწყო. ჩატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის გამოკითხვები. შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ