დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

მარნეულის მე-5 საარჩევნო უბანზე პოლიციაა მობილიზებული 31.10.2020 09:05

 

მარნეულში მე-5 საარჩევნო უბანზე ხმაურია და ამის გამო საარჩევნო პროცესი რამდენიმე წუთით შეჩერებული იყო. უბანზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.ადგილზე მივიდა ასევე მარნეულის პოლიციის უფროსი რუსლან იოსელიანი.

 

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ლაშა ქველაძე აცხადებს, მათ დამკვირვებელს უფლებას არ აძლევენ, ამომრჩევლის რეგისტრაციას დააკვირდეს.

 

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ანა ილურიძის განცხადებით, უბანზე ხმაური ჟურნალისტებმა შექმნეს, რადგან ისინი კომისიას მუშაობაში ხელს უშლიან. მისივე თქმით, როგორც მისთვისაა ცნობილი, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა პირბადე არ მოიხსნა, რასაც ხმაური მოჰყვა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ