ფოთის მე-18 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო. დამკვირვებლების ინფორმაციით, წილისყრით არასწორად მოხდა პოზიციების გადანაწილება. მათი მტკიცებით, ეს გამიზნულად გაკეთდა.
უბნის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ უბანზე პროცედურები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.
ფოთში სულ 41 376 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამასთან, კოვიდპაციენტებისა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ფუნქციონირებს ერთი სპეციალური უბანი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge