დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

მარნეულის მე-5 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მუქარის ფაქტზე დაიწყო 31.10.2020 09:28

 

მარნეულის პოლიციის უფროსი, რუსლან იოსელიანი აცხადებს, რომ მარნეულის მე-5 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მუქარის ფაქტზე დაიწყო.

 

"ერთ-ერთმა დამკვირვებელმა განგვიცხადა მუქარის ფაქტის შესახებ, შესაბამისად, მუქარის ფაქტზე დავიწყებთ გამოძიებას. დეტალურ კომენტარს მოგვიანებით მოგახსენებთ. ვისი მხრიდან არის დამკვირვებელი, ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს, ვისი მხრიდან იყო მუქარა, ესეც არ ვიცი, მხოლოდ მშრალი ინფორმაცია გვაქვს. ვინაიდან დანაშაულის შესახებ ჩვენთან ინფორმაცია შემოვიდა, გამოძიებას დავიწყებთ“, - განაცხადა იოსელიანმა.

 

სამოქალაქო პლატფორმა "2020"-ის წარმომადგენლის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, მას დაკვირვებელი, საკრებულოს წევრი ზურა ჭონიაშვილი დაემუქრა, როცა ადგილიდან ჟურნალისტების გაყვანას თხოვდა.


მარნეულის მე-5 საარჩევნო უბანზე დილიდან პოლიციაა მობილიზებული. უბანზე ხმაური იყო, რის გამოც საარჩევნო პროცედურა რამდენიმე წუთით შეჩერდა

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ