ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ბესიკ დონაძის განცხადებით, ზუგდიდის 89-ე საარჩევნო უბანზე 39-მა ამომრჩეველმა ხმა მხოლოდ მაჟორიტარული სიით მისცა და არა პარტიულით, რადგან მათ მხოლოდ ერთი ბიულეტენი დაურიგდათ. მისი თქმით, ეს ფაქტი არჩევნების გაყალბებაზე მეტყველებს. მან საჩივარი უკვე დაწერა.
„კომისიის თავმჯდომარემ ვერ უზრუნველყო არჩევნების ჩატარება. ამომრჩეველზე გაიცემოდა ერთი ბიულეტენი, მხოლოდ მაჟორიტარული და არ გაიცემოდა პარტიული. ეს არის არჩევნების გაყალბება. 39 ამორჩეველს არ მისცეს უფლება ხმა მიეცა პარტიისთვის“,- გაანცხადა დონაძე.
საუბნო კომისიის თავმჯდომარეს, ზვიად კუტალია ამ ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, ეს იყო ხარვეზი და აღმოჩენისთანავე პრობლემა აღმოიფხვრა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge