დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ზვიად კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო 31.10.2020 10:53

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის განცხადებით, ზვიად კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე შსს- გამოძიება დაიწყო. როგორც მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა,  მცირე ინციდენტები იყო, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. ერთადერთი საქმე, რომელზეც პოლიციამ გამოძიება დაიწყო, არის ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტი.


როგორც მოგახსენეთ, 2020 წლის 18 სექტემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, შექმნილია რეგიონებში პრევენციული ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ ნებისმიერ ლოკაციაზე, სადაც კონკრეტულ ინციდენტს თუ სამართალდარღვევას ექნება ადგილი, ძალიან დროული და ოპერატიული იყოს მათზე რეაგირება.


შესაბამისად, ამ საათის მონაცემებით, მცირე ინციდენტები იყო, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი, დარღვევა ამ ეტაპზე არ გვიფიქსირდება. ერთადერთი საქმე, რაზეც გამოძიება დავიწყეთ, გახლავთ ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე. ინიციატორი გახლავთ თავად ზვიად კუპრავა და რამდენიმე წუთის წინ გამოძიება დავიწყეთ სისხლის სამართლის კოდექსის 126- მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობის განხორციელებას გულისხმობს“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.


ზვიად კუპრავას განცხადებით კი, დიდ-დიღომში, მე-40 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს და პირადად მას „ქართული ოცნებისწარმომადგენლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ