დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

შინაგან საქმეთა სამინისტრო, არ დაუშვებს არჩევნების ძალადობრივი სცენარით განვითარებას-მინისტრის მოადგილე 31.10.2020 12:03

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის  განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს არჩევნების ძალადობრივი სცენარით განვითარებას. ჟურნალისტების კითხვაზე, კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიებაქართული ოცნებისაღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომნაციონალური მოძრაობაემზადება პროვოკაციებისთვის, ასევე დაიწყო თუ არა გამოძიება დიმიტრი შაშკინის მიერ იარაღის ტარებასთან დაკავშირებით, ნინო ცაციაშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი და სწრაფი.


ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ძირფესვიანად მოხდება აღნიშნული ფაქტის შესწავლა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს არჩევნების ძალადობრივი სცენარით განვითარებას. ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ თითოეული მოქალაქისთვის შევქმნათ უსაფრთხო გარემო, რათა შეეძლოთ არჩევანის თავისუფალი გამოვლენის საშუალება. ამიტომ ნებისმიერ სამართალდარღვევაზე, რომელიც ამ მიზნით იქნება განხორციელებული, რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი და ძალიან სწრაფი“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ