დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„შესაძლოა, ტანსაცმლის ქვემოდან გამოჩნდა იარაღი, თორემ არ მგონია, ან ერთს, ან მეორეს იარაღის ტარების დემონსტრირების აუცილებლობა ჰქონდეთ“ 31.10.2020 12:07

შესაძლოა, მექანიკურად მოხდა, რომ ტანსაცმლის ქვემოდან გამოჩნდა იარაღი, თორემ არ მგონია ან ერთს, ან მეორეს იარაღის ტარების დემონსტრირების აუცილებლობა ჰქონდეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„დიმიტრი შაშკინი გახლავთ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მას აქვს იარაღის ტარების უფლება და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ის რეგულარულად ატარებს. ეს არ ნიშნავს, რომ ის საარჩევნო უბანზე შედის იარაღით. არ მაქვს ინფორმაცია კახა ოქრიაშვილის შესახებ, თუ მას აქვს იარაღის ტარების უფლება, მას ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას. ბუნებრივია, დემონსტრირება არ უნდა ხდებოდეს. შესაძლოა, მექანიკურად მოხდა რომ ტანსაცმლის ქვემოდან გამოჩნდა იარაღი, თორემ არ მგონია ან ერთს, ან მეორეს იარაღის ტარების დემონსტრირების აუცილებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ