დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ფოთის 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 15-მდე საჩივარია შესული 31.10.2020 12:09

 

ფოთის 70- საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას განცხადებით,  ამ დროისთვის საარჩევნო კომისიაში 15-მდე საჩივარია შესული. მისივე თქმით, ეს საჩივრები პროცედურულ დარღვევებს შეეხება და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.


არის გარკვეული უბნები, სადაც იყო პრობლემები, ხმაური. საოლქო კომისიის წარმომადგენლები მივიდნენ უბანზე და შესაბამისად მოხდა ამ პრობლემების მოგვარება. რაც შეეხება საჩივრებს, უბნებზეც იწერება საჩივრები და პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით საოლქოშიც არის შემოსული დაახლოებით, 15 საჩივარი. ამაზე, რა თქმა უნდა, რეაგირება ხდება ადგილზე. დანარჩენთან დაკვშირებით საოლქო კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სალომე როდონაიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ