დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

გია ვოლსკი -,, კონკრეტული საინფორმაციო საშუალებები სიტუაცია ისე ხატავენ, თითქოს ომი დაიწყო'' 31.10.2020 12:55

კონკრეტულ არხებზე, რომ გადავრთე ასე მეგონა ომი დაიწყო, მაგრამ გარეთ გამოსულს სიმშვიდე დამხვდა, ხალხი ხმას აძლევს მშვიდად ყველა უბანი გახსნილია, ასე აფასებს ,,ჯორჯიან თაიმსთან'' საუბარში არჩევნების მიმდინარეობას ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატი გია ვოლსკი

 

,,ერთი უბნის გახსნა მხოლოდ 4 წუთით დაგვიანდა , მოცვივდნენ კონკრეტული ტელევიზიის წარმომადგენლები და აპოკალიფსის სურათის დახატვას ცდილობდნენ, იქ მსგავსი არაფერი ყოფილა- აცხადებს ვოლსკი

 

რაც შეეხება, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის ორი კანდიდატის შაშკინისა და ოქრიაშვილის იარაღით გადაადგილებას, ვოლსკის თქმით, თუ ისინი კანონს არ არღვევენ პრობლემა არ არის, მაგრამ ეს დაძაბულ ფონს ქმნის რაც საზიანოა ზოგადად ქვეყნისთვის

 

,,თუ ისინი  კანონს არ არღვევენ თუნდაც სარაკეტო დანადგარით იარონ , მაგრამ  დაძაბულობის ფონი მაინც იქმნება აცხადებს გია ვოლსკი

 

მისი თქმით, ეროვნული უმცირესობებით დასახლებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონშოი სიტუაციის არევა და პროვოკაციების მოწყობის მცდელობა მავნებლობაა და სხვა არაფერი. 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ