დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

"სახლში დარჩენა საუკუნოვანი დანაშაულის ტოლფასია"- შალვა ნათელაშვილი 31.10.2020 12:56

 

ლეიბორისტული პარტიისლიდერმა  შალვა ნათელაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან  ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.


ისტორიული დღეა, სახლში დარჩენა საუკუნოვანი დანაშაულის ტოლფასია. ამიტომ ყველა უბნებზე და ყველა გავხდეთ დღევანდელი დიდი გამარჯვების თანამონაწილე, არ დავიტოვოთ სანანებლად, რომ შეგვეძლო, შეგვეშველებინა ჩვენი ხმა დიდი დიდგორისთვის, რომელიც დღეს იმართება ჩვენს ქვეყანაში, ყველა უბნებზე და საღამოს სხვა საქართველოში შევაბიჯებთ.


მაღალი აქტივობა ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები გრძნობენ პასუხისმგებლობას თავისი ქვეყნის მომავალზე, საკუთარ შვილებზე და საკუთარ ბედიღბალზე. მაღალი აქტივობა რვა საათამდე თუ შენარჩუნდა, დამერწმუნეთ, მოხდება ის, რასაც ჩუმის ნატვრითა ნატრულობს ქართველი, როგორც ილია ამბობდა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ