დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ჩვენ გვაქვს წინასწარი მონაცემები - 55 პროცენტი და ზევით არის ჩვენი რეიტინგი“ 31.10.2020 13:11

მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საათში ერთხელ იღებენ მონაცემებს მათი მხარდაჭერების თაობაზე, რომელიც ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55 პროცენტი და მეტია.

 

„ჩვენ გვაქვს წინასწარი მონაცემები, ყოველ საათში ერთხელ შემოგვდის მონაცემები ჩვენი მხარდამჭერების თაობაზე. ეს მონაცემები ადასტურებს იმას, რა სურათიც არის ზოგადად. თქვენ იცით რეიტინგები, 55 პროცენტი და ზევით არის ჩვენი რეიტინგი. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათი კარდაკარის მონაცემებით 350 ათასი არის „ნაცმოძრაობის“ მაქსიმუმი და დაახლოებით, 80-70 ათასი იქნება „ევროპული საქართველოს“ მაჩვენებელი. ეს არის მათივე კარდაკარის მონაცემები. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ჩვენ ვვარაუდობთ მილიონზე მეტი ხმის მობილიზებას ამ არჩევნებზე. ეს არის ის სურათი, რომელსაც ადასტურებს 10:00 საათის და 11:00 საათის მონაცემები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ამასთან, კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 6-7 ოლქში მეორე ტური გაიმართოს. „მეორე ტურები რა თქმა უნდა შესაძლებელია, შეიძლება იყოს დაახლოებით 6-7 ოლქი, სადაც შეიძლება, ჩატარდეს მეორე ტურები. ამ ეტაპზე ბუნებრივია ამ ოლქების დასახელებისგან თავს შევიკავებთ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 30-ვე ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს, თუმცა მეორე ტური არ არის გამორიცხული, ასეთი შეიძლება იყოს 6-7 ოლქი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ