დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"რამდენიმე რაიონში რეგისტრატორები ამომრჩეველს აძლევენ ბიულეტენს, რომელზეც ჩვენი ნომერი მოხეულია"-სერგი კაპანაძე 31.10.2020 13:54

 

 

ევროპული საქართველოსსაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ საგარეჯოში, ბათუმში, გურჯაანსა და მარნეულში იყო შემთხვევები, როდესაც რეგისტრატორებმა ამომრჩეველს მისცეს ისეთი ბიულეტენ, რომელსაცევროპული საქართველოსსაარჩევნო ნომერი მოხეული ჰქონდა

 

საგარეჯოში დაფიქსირდა, ახლა მსგავსი შემთხვევა უკვე გვაქვს ბათუმში, გურჯაანსა და მარნეულში, ანუ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, როდესაც შეგნებულად რეგისტრატორები, რომლებიც არიანქართული ოცნებისწარმომადგენლები, ახევენ ბიულეტენს 2 ნომერს და ისე აძლევენ ამომრჩეველს, რომ პრაქტიკულად 2 ნომრის არჩევის საშუალება მათ არ აქვთ. მინდა მივმართო ჩვენს ამომრჩეველს, თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ იქვე გააპროტესტონ და მოითხოვონ ახალი ბიულეტენი და ვალდებულია რეგისტრატორი, რომ ახალი ბიულეტენი მისცეს მათ. ასეთი იაფი ხრიკებით, ბუნებრივია, ისინი ვერ მოახდენენ გავლენას არჩევნებზე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ