დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„უბნიდან გამოსული ადამიანები მანქანაში ჩასვეს და რაღაც გადასცეს - ეს რაღაცა ჩემი ვარაუდით თანხა იყო“ 31.10.2020 14:11

ზუგდიდში „ქართული მარშის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი გაბედავას განცხადებით, ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანთან ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის ფაქტი დააფიქსირა. როგორც მან საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებს განუცხადა, „არჩევნების გაყალბება ხდება". 

 

„დარღვევა აქ მე თვითონ დავაფიქსირე. ოთხმა ქალბატონმა, რომლებიც სიებით გარეთ იდგნენ, უბნიდან გამოსული ადამიანები მანქანაში ჩასვეს და რაღაც გადასცეს. ეს რაღაცა ჩემი ვარაუდით თანხა იყო. მე კუპიურა არ მინახავს, რამდენი იყო, მაგრამ თანხა რომ იყო ეს, ფაქტია. მივედი, ჩარვთე „ლაივი", თუმცა როგორც კი გადაღება დავიწყე მანქანა ცალკე წავიდა, ხოლო ის 4 ქალბატონი ცალკე. ეს, მხოლოდ აქ, ამ უბანზე არ ხდება, ეს ყველგან ხდება. გაყალბება მიდის ჩვეულებრივად. ე.წ კარუსელებია სოფლებში. „ქართული ოცნება" ძალიან მაგრად მუშაობს. ჩვენ ვიცით მათი მდგომარეობა, მათ ზუგდიდში ძალიან ცუდი სიტუაცია აქვთ. თვითონ „ოცნების" მხარდამჭრები მოდიან და მხარდაჭერას მიფიქსირებენ“, - განაცხადა გაბედავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ