დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რუსეთი ერევანს ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს, თუკი ბრძოლები სომხეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს 31.10.2020 14:26

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, რუსეთი ერევანს ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს, თუკი  ბრძოლები სომხეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს. ამას ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ დადებული შეთანხმება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყებამ სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის ოფიცილური წერილის საპასუხოდ განაცხადა. ფაშინიანმა წერილი ვლადიმერ პუტინს მიწერა, რუსეთის პრეზიდენტს დახმარების გაწევას და ამასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას სთხოვს.

 

ორ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულების მთელი რიგი მუხლები ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებებს შეიარაღებული თავდასხმის საფრთხის ან აგრესიის შემთხვევაში ერთმანეთის ტერიტორიის წინააღმდეგ,”- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ